ჩვენს შესახებ

თერმო ქოლორინგი საიმედო კომპანია.

„თერმო ქოლორინგი“ არის გათბობის, გაგრილების და წყალმომარაგების სისტემების პროფესიონალური კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2020 წლის 20 აპრილს დამკვიდრდა. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ თანამედროვე, ხარისხიანი და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული პროტუქტი.

კომპანია სპეციალიზდება საქართველოში ჩამოსული ორიგინალი ბრენდების პროდუქციის — რადიატორებისა და მათ მაკომპლექტებლების — თერმულად შეღებვაში. ვიყენებთ უპირატეს ტექნოლოგიას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს ფერი საკუთარი ინტერიერის სტილზე ზუსტად მორგებით.

დღეს „თერმო ქოლორინგი“ საქართველოში თერმული შეღებვის ლიდერია.
მიგვაჩნია, რომ ფერს აქვს ძალა, შეცვალოს სივრცე და შექმნას კომფორტი. სწორედ ამიტომ, ჩვენს კატალოგში წარმოდგენილია რადიარორების 50-ზე მეტი ბრენდი და 300-ზე მეტი მოდელი 100-ზე მეტი ფერის ტონით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი დიზაინერული ამოცანა უმაღლესი სტანდარტით შევასრულოთ.

ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ტექნიკურ სიზუსტეზე და მომხმარებლის კომფორტზე. სწორედ ამიტომ, თერმული შეღებვა ხდება სტანდარტების სრული დაცვით, საფუძვლიანი წინასწარი დამუშავებით და სპეციალური გერმანული ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას, ფერის მდგრადობას და ხანგრძლივ ეფექტს.

„თერმო ქოლორინგი“ —კომპანია რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ. ხარისხი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.